
სი ძინპინმა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გამართა. ჩინეთმა და აზერბაიჯანმა პეკინში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში დაახლოებით 20 დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
თანამშრომლობა ეხება სამართლებრივ, მწვანე განვითარებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროებს. სი ძინპინის განცხადებით, "სატარიფო და სავაჭრო ომები ძირს უთხრის ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს".
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.