22 მაისი 2025,   11:35
ვრცლად
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: [ეუთოს გენმდივნის ვიზიტი] ჩამოაქცევს მათ ნარატივს, რომლის მიხედვითაც საქართველოს თურმე კავშირები არ აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან

"ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს ეუთოს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლ-ოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტი და მისი შეხვედრები მმართველი გუნდის წევრებთან "ჩამოაქცევს" ოპოზიციის ნარატივს იმის შესახებ, რომ საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირები არ აქვს.

"ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საქართველოს სახელი როგორმე შეიბღალოს და ეს ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ როგორმე თავად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" გუნდის წევრები ხვდებიან სხვადასხვა ფორმატში. ეს ყველაფერი მათ ნარატივს პირდაპირ ჩამოაქცევს, რომლის მიხედვითაც საქართველოს თურმე კავშირები არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თუ ქვეყანასთან. ეს ყველაფერი მიმართულია ქვეყნის დაზიანების მცდელობისკენ," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები