
ერთმა თქვა, აქ ბოევიკები გვყავს მომზადებული და დაფინანსება გვინდა, რომ ისინი ავამოქმედოთო, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, მცდელობა არის, რომ საქართველო 90-იან წლებში დააბრუნონ.
"ერთმა თქვა, აქ ბოევიკები გვყავს მომზადებული და დაფინანსება გვინდა, რომ ისინი ავამოქმედოთო. ანუ რას ნიშნავს? რომ ისევ 90-იანი წლებში დააბრუნონ საქართველო, ამის მცდელობა ხომ ჰქონდათ?! რამდენი ტალღა მოვიგერიეთ. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, ეს არის მავნებლობა, ეს არის ტერორიზმი, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს.
მე მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, თუ ეს დადასტურდა, შეისწავლონ ეს თემა და სხვა განცხადებებიც და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
და მეორე, ეს უსამშობლო, გაუგებარია მისი სტატუსი, მაგრამ მათი, უსამშობლოების ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ევროპამ საქართველოს წინააღმდეგ უნდა იაქტიუროს, ფული მაიტათ, ქვეყანა ჩამოვანგრიო და აქ აგენტურა დაჯდესო, როგორც 2003 წელს და შემდეგ აკეთებინონ ისინი, რაც აკეთებინეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვი. ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებულ ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ.