14 მაისი 2025,   09:15
ვრცლად
გიორგი აბაშიშვილი სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა, 3-ჯერ მეტად ვიდრე უკრაინის ეკონომიკა, 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა

2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა, 3-ჯერ მეტად ვიდრე უკრაინის ეკონომიკა, 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა, - ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილი სიოციალურ ქსელში წერს. 

"ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის პროგნოზს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"მხოლოდ ფაქტები:

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 22 აპრილი

•⁠ ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6 პროცენტით

•⁠ ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ (!) მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა

•⁠ ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება სამჯერ მეტარ ვიდრე უკრაინის ეკონომიკა

•⁠ ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა

მცირე განმარტება:

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა

- საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 6 პროცენტით გაიზრდება.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ე.წ. დიდი ოთხეულიდან უკვე ოთხივე (IMF, WB, EBRD, ADB) საქართველოს მაღალ, 6 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს - ოთხეულიდან სამმა, რომლებიც გასულ წელს 2025 წლისთვის 6 პროცენტზე ნაკლებ ზრდას ვარაუდობდა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პროგნოზები სწორედ 6 პროცენტამდე გაზარდეს: მსოფლიო ბანკმა იანვარში, EBRD - თებერვალში, ADB - მარტში.

შედარებისათვის: IMF-ის გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, ევროკავშირის კანდიდატ მოლდოვას, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეუმცირდა 3.7 პროცენტიდან 0.6-მდე, ევროკავშირის კანდიდატ უკრაინას შეუმცირდა 2.5 პროცენტიდან 2-მდე (მარტში, IMF-მდე, მოლდოვას (-1.5) და უკრაინას (-1.2) ეკონომიკური ზრდის პროგნოზები EBRD-მა შეუმცირა).


IMF-ის პროგნოზის მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა 1.6 პროცენტიდან 1.2 პროცენტამდე", - წერეს აბაშიშვილი. 

დღის ამბები