14 მაისი 2025,   09:36
ვრცლად
ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლ-ოღლუ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობანი გზით მოგვარების პროცესში ეუთოს როლს.

დღის ამბები