
მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი ნიჭიერი მონაწილე, დაუვიწყარი გამოსვლა, ემოციური ისტორია და შთამაგონებელი შესრულება - ეს ნიჭიერია. ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე რეიტინგული მეგა შოუს მე 11-ე სეზონი დასრულებულია. ხალხის ხმების უდიდესი რაოდენობა "ნია სტუდიომ" მიიღო და ქვეყნის მთავარი ნიჭიერის ტიტულიც მოიპოვა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, სწორედ ის გახდა მთავარი პრიზის, კომპანია "ატლანტ დეველოპმენტის" ერთ-ერთი ბინის მფლობელი.
პირველად მეგა შოუების ისტორიაში, მთავარი პრიზის მფლობელი კონკურსის ორი მონაწილე გახდა - "ნიჭიერის" ოქროს სპონსორის რჩეულს ნინი ორკოშნელს მეორე ბინა გადაეცა.
გამარჯვებულებმა საჩუქრები "რუსთავი 2-ისგანაც" მიიღეს.
ფრანგული კომპოზიციების უბადლო შემსრულებელი დედასთან ერთად პარიზში გაემგზავრება.
14 წლის გოგონამ, რომელმაც გამოჩენისთანავე მაყურებლის გული დაიპყრო, ამჯერადაც საკუთარი გამოსვლა მამას მიუძღვნა.
შოუმ თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ დაამტკიცა, რომ არ არსებობს ბარიერი, რომელსაც "ნიჭიერი" ვერ გადალახავს.
"ნიჭიერის" სცენაზე თითოეული გამოსვლის მიღმა ადამიანური ისტორიებია, რომელიც შოუს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის და ტელეეკრანებთან მსხდომ ადამიანებს მოტივაციას აძლევს.
ათი საუკეთესო მონაწილე, რომელიც ფილარმონიის დიდ სცენაზე ნიჭმა გააერთიანა - მაყურებლის წინაშე ემოციური, ექსპრესიული და შთამბეჭდავი სანახაობით წარსდგა. გზა, რომელიც შესარჩევი ტურიდან ფინალამდე გაიარეს, რთული და მრავალფეროვანი იყო.
"ნიჭიერის" მეთერთმეტე სეზონი გამორჩეული იყო, კიდევ უფრო გრანდიოზული, ფინალური ეტაპი აღმოჩნდა. ყველაზე სახალხო შოუმ კიდევ ერთხელ მისცა ადამიანებს შანსი, რომ მოეპოვებინათ აღიარება და მაყურებლის მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინათ.