14 მაისი 2025,   09:38
ვრცლად
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. ვიცე-პრემიერის თქმით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა აქვს.

დავითაშვილმა დელეგაციასთან ერთად გამართა შეხვედრები აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტშიც. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები შტატების სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან.

"ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრები ახალ ადმინისტრაციასთან, ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრები, რომლებიც გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში. ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც ორ ქვეყანას შორის იქნება ეკონომიური თანამშრომლის კუთხით. ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკურ პერსპექტივებზე, იმაზე, რომ ახალ ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ და ჩვენს ქმედებებში და იდეოლოგიაში თანხვედრა დაგვეხმარება იმაში, რომ პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგი ავაწყოთ", - აცხადებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები