14 მაისი 2025,   09:58
ვრცლად
ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში მშვიდობისთვის შემთავაზებელი ქვეყნის მნიშვნელობას  - არჩილ გორდულაძე ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტის შესახებ

ეუთოს გენერალური მდივნის 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში მმართველ გუნდთან შეხვედრები დასრულებულია. შეხვედრები შედგა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, ეს შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი მხარდაჭერას და თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონის პოლიტიკური სტაბილურობისათვის.

"ქართული ოცნების" გუნდის წევრები, უმაღლესი თანამდებობის პირები, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ამავე დროულად საქართველოს პრეზიდენტიც შეხვდა გენერალურ მდივანს, სადაც გაჟღერდა ის გზავნილები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამავდროულად, მაკა ბოჭორიშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს როგორც ამ რეგიონში მშვიდობისმყოფელი ქვეყნის და მშვიდობისათვის ერთ-ერთი პლატფორმის შემთავაზებელი ქვეყნის მნიშვნელობას. ამავდროულად, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად რეგიონშიც იყოს მშვიდობა უზრუნველყოფილი", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

 
დღის ამბები