14 მაისი 2025,   09:03
ვრცლად
უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი, ნებისმიერი ნარატივი, რომელიც ცდილობდა ამ ვიზიტის მნიშვნელობის გაუფერულებას, მდარე პოლიტიკური ინსინუაციის გამოძახილია - თორნიკე ჭეიშვილი

ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრები დასრულებულია. შეხვედრები შედგა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

წასვლამდე გენერალური მდივანი ოპოზიციასაც შეხვდება. მმართველმა პარტიამ კი ვიზიტი უკვე შეაფასა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით. ეს შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი მხარდაჭერას და თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონის პოლიტიკური სტაბილურობისათვის.

"უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ეუთოს გენმდივნის ვიზიტი, რომელიც საქართველოში შედგა. ნებისმიერი ნარატივი, რომელიც თითქოს ცდილობდა ამ ვიზიტის მნიშვნელობის გაუფერულებას, არის ძალიან მდარე პოლიტიკური ინსინუაციის გამოძახილი, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად დაინახა ის, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი, საქმიანი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.

დღის ამბები