14 მაისი 2025,   09:54
ვრცლად
ის, რომ ახლა რუსეთის განსაკუთრებული სამიზნე და ინტერესის ობიექტი არის ქალბატონი ზურაბიშვილი მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, სიახლეს არ წარმოადგენს - თეონა აქუბარდია

უკვე მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია ზარი რუსეთიდან, რომლის ავტორები რუსი ე.წ პრანკერები არიან, ადრესატები კი ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახალხო დამცველი. ზურაბიშვილ- ნანუაშვილს ზარის ავტორები პეტრო პოროშენკოსა და გარი კასპაროვის სახელით გაეცნენ. შემდეგ კი საუბარი საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და ოპოზიციის დახმარების გზებს შეეხებოდა. მეხუთე პრეზიდენტმა საუბრისას დაადასტურა, რომ ახლა ოპოზიციას თანხები აკლია და რომ დაფინანსება USAID-ისგან და ევროპული ფონდებისგან მოდიოდა. აღნიშნა ისიც, რომ ევროპელები ნელა მოქმედებენ.

ზურაბიშვილის ამ განცახდების შეფასებისგან თავს იკავებს ოპოზიცია.

"მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა აქტიურად დაუჭირა მხარი ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლს და იცავდა ქვეყნის სუვერენიტეტს, არა გამოგონილს, არამედ ნამდვილს, რუსეთის არაერთი მაღალი ოფიციალური პირის სამიზნე ხშირად გამხდარა, განსაკუთრებით იქნებოდა ეს ლავროვი თუ სხვები. შესაბამისად, ის, რომ ახლა რუსეთის განსაკუთრებული სამიზნე და ინტერესის ობიექტი არის ქალბატონი ზურაბიშვილი მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, ეს სიახლეს არ წარმოადგენს", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები