
წიგნის ჩუქების დღე ჯანდაცვის სამინისტროში - მინისტრმა და უწყების თანამშრომლებმა პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკებს 500-მდე წიგნი აჩუქეს. აქვე, გაიმართა მსჯავრდადებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.
შეგახსენებთ, 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღედ UNESCO-მ 1995 წელს გამოაცხადა. ინიციატივის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, კითხვის წახალისება და მთელი მსოფლიოსთვის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის შეხსენება.