
გამწვანების აქცია გლდანის რაიონში, აფხაზეთიდან დროებით დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილზე - ნარგავები დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაირგო.
ღონისძიების ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარე გააშენეს. ტერიტორიის გამწვანებაში დევნილმა ოჯახებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.