
ჩრდილოეთ ისრაელის სანაპიროზე, თელ-ავივთან ახლოს, ორშაბათს, მოცურავეს ზვიგენი დაესხა თავს. სამძებრო და სამაშველო ჯგუფებმა ცხედრის ნარჩენები სამშაბათს იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პერიოდში პლაჟი პოლიციას დახურული ჰქონდა.
აღმოჩენილი ნეშტი იდენტიფიკაციისთვის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტს გადაეცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკარგული მოცურავე 40 წლის მამაკაცი იყო ცენტრალური ისრაელიდან.
მედიის ცნობით, აღნიშნული შემთხვევა უკიდურესად იშვიათი მოვლენაა. 1948 წელს, ქვეყნის დაარსების შემდეგ, ისრაელის წყლებში ზვიგენის სასიკვდილო თავდასხმა არ დაფიქსირებულა.