13 ივნისი 2025,   07:35
ვრცლად
ეუთოს გენმდივანთან ოპოზიციის შეხვედრები იწყება - შეხვედრაზე უარს ამბობს კოალიცია "ცვლილებებისთვის", ხოლო გიორგი გახარია ფერიდუნ სინირლიოღლუს ცალკე შეხვდა

ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. რონდელის ცენტრში უკვე იმყოფებიან კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები - ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი; ასევე, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი - გიგი წერეთელი. ხოლო ცოტა ხანში, კოლეგებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც შეუერთდება.

პარალელურად, ეუთოს გენმდივანთან ცალკე შეხვედრა გამართა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ. მან ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეხვედრას არ უერთდებიან კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრები და ამ გადაწყვეტილების შესახებ მათ განცხადებაც გაავრცელეს.

"ჩვენი შეხვედრა, შესაძლოა, შედგეს, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის ჩვენს შეფასებას ამ თვითმარქვია რეჟიმთან შეხვედრებთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები სადაც საქართველოა წევრი, შეიძლება შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრალებენ, რომ არიან საქართველოს ხელისუფლება. სინამდვილეში, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც კი შეხვდება ამ ადამიანებს," - აცხადებს კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე.

დღის ამბები