14 მაისი 2025,   09:15
ვრცლად
გერმანიის სასამართლომ გაყალბებული ფოტოშარჟის გამო ჟურნალისტს 7 თვიანი პირობითი სასჯელი, მაღალი ჯარიმა და ბოდიშის მოხდა დაავალა

გერმანიის სასამართლომ გაყალბებული ფოტოშარჟის გამო ჟურნალისტს 7 თვიანი პირობითი სასჯელი, მაღალი ჯარიმა და ბოდიშის მოხდა დაავალა. სტატიას "ეკონომისტი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გასულ წელს, ჟურნალისტმა დავიდ ბენდელსმა გაყალბებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერია გამოსახული, ფოტოზე მას ხელში პლაკატი უჭირავს წარწერით "მე მძულს აზრის თავისუფლება".

"ეკონომისტი" წერს, რომ მსგავსი სურათები სოციალურ ქსელებში უამრავია, თუმცა ფეზერმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, დაემტკიცებინა, რომ ბენდელსის ბრალდება სიმართლეს შეესაბამება. მან იჩივლა, და ამ თვის დასაწყისში სასამართლომ ბენდელსს შვიდთვიანი პირობითი სასჯელი, მაღალი ჯარიმა და ბოდიშის მოხდა დააკისრა.

"1955 წლიდან გერმანიის კოსტიტუციურმა სასამართლომ დაადგინა, რომ "ცილისწამება და შეურაცხყოფა" საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, თუ ის პოლიტიკოსებს საჯარო სივრციდან წასვლას აიძულებს. 2021 წელს პოლიტიკოსებმა სოციალურ მედიაში შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ კანონები გაამკაცრეს. ახლა სასამართლოებს შეუძლიათ პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა განსაკუთრებით მკაცრად დასაჯონ. ბენდელსის შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ფოტოზე ადამიანი ვერ მიხვდებოდა, რომ ფეზერის სურათი გაყალბებული იყო", - წერია სტატიაში.

დღის ამბები