
"ჯერ ერთმანეთს ლანძღავდნენ, დედას აგინებდნენ ერთმანეთს, მერე უცებ ერთიანდებიან. არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ და ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ გარედან იმართებიან," - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, ოპოზიცია არის "რადიკალური დაჯგუფება", რომელსაც საკუთარი ხედვა არ გააჩნია.
"რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი საერთოდ არ აღიარებენ, თუნდაც ეუთო/ოდირის დასკვნა გავიხსენოთ და ის განცხადებები, რაც ამ დასკვნის მიმართ კეთდებოდა. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელთაც თავიანთი ხედვა არ გააჩნიათ. მათ არ გააჩნიათ საკუთარი პრინციპები. ჯერ ერთმანეთს ლანძღავდნენ, დედას აგინებდნენ ერთმანეთს, მერე უცებ ერთიანდებიან. არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ და ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ გარედან იმართებიან. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები. როდესაც ხარ აგენტი, შენ კითხვის დასმის უფლებაც არა გაქვს და რასაც ეტყვიან იმას აკეთებენ", - აცხადებს კახა კალაძე.