
ყვარელში მდებარე რძის ფერმა "ყვარლის ბაგაში " ღია კარის დღე ჩატარდა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს. დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა სივრცისგან შედგება.
საწარმომ ფუნქციონირება 2014 წლიდან დაიწყო. აქ სხვადასხვა კომპანია ყოველდღიურად 45 ტონა რძეს ყიდულობს, მათ შორისაა "სანტე" და "სოფლის ნობათი".
საწარმოს მფლობელის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის გამჭვირვალობა.
ღია კარის დღეები ყოველთვიურად გაიმართება.