
კანადაში, ტორონტოში, პირსონის საერთაშორისო აეროპორტი, ტერმინალში მომხდარი სროლის გამო დაიხურა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, აეროპორტში მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს.
სპეციალურმა საგამოძიებო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ აეროპორტის ტერმინალ 1 "პოლიციელების მონაწილეობით სროლის გამო" დაიხურა. მოგვიანებით მათ დაადასტურეს, რომ ზრდასრულ მამაკაცს ესროლეს და საზოგადოებისთვის საფრთხე აღარ არსებობს.
მედიის ცნობით, სროლაში მონაწილე პოლიციელი არ დაშავებულა, ხოლო სროლის მსხვერპლის ამჟამინდელი მდგომარეობა გაურკვეველია. პოლიცია მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.