
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ დამოუკიდებლობა რუსთაველის გამზირზე უნდა დაიცვას. ამ განცხადებების გამო, ყოფილი პრეზიდენტი მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს.
"საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, რომელზეც ვიწყებთ მუშაობას სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენელთან, არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა. ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა იქ, სადაც ყოველთვის ზეიმობთ, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე და ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.