21 მაისი 2025,   08:37
ვრცლად
პროფკავშირ Labor-ის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს - ინფორმაციას გიორგი დიასამიძე ავრცელებს

აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი Labor-ის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს - შესაბამის ვიდეომასალას და ინფორმაციას, ამ გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე სოციალური ქსელით აქვეყნებს.

პროფკავშირის ინფორმაციით, ჩხრეკა სასამართლოს განჩინებით ხდება, თუმცა დოკუმენტში მითითებული არ არის, რა გახდა ამის საფუძველი. არსებული ინფორმაციით, ჩხრეკა ტარდება დიასამიძის საცხოვრებელ სახლსა და ორგანიზაციის ძველ ოფისშიც.

ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურშიც აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ ჩხრეკას განჩინების საფუძველზე ატარებენ.

დღის ამბები