
პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მისი მიზანი სწორედ რევოლუციური სცენარის განვითარებაა.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ითხოვს თანხებს, რათა საქართველოში განვითარდეს ისეთი მოვლენები, როგორიც უკრაინაში განვითარდა.
"სალომე ზურაბიშვილის ვრცელი კომენტარები, რომლებიც მან გააკეთა "ფეიკ" პოროშენკოსთან საუბრის დროს, იმაზე მეტყველებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მთავარი ამოცანა სწორედაც იმ გეგმის განხორციელებაა, რასაც ჰქვია რევოლუცია და დესტაბილიზაცია. პირდაპირ ითხოვს თანხებს, რათა ქვეყანაში განვითარდეს ისეთი პროცესები, როგორიც განვითარდა უკრაინაში. 26 მაისს თარიღის გამოყენება მის მიერ იგეგმებოდა ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ახალწვეულების, უცხოელი სტუმრების და ომებში დაღუპული მეომრების ოჯახების წევრების წარმომადგენლების წინაშე გააკეთა. ეს იყო უტიფრობის მწვერვალი, როდესაც იგი ამ მაღალი ტრიბუნიდან მიმართავდა ჯარს დაუმორჩილებლობისაკენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.