14 მაისი 2025,   09:12
ვრცლად
პირველი ქართული ავიაკომპანია, რომელიც ევროპის ქალაქების მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს - Georgian Airways-მა დღეს იტალიის სამედიცინო კურორტის, ფორლის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

11:45 წუთზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, Georgian Airways-ის თვითმფრინავი იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით, პირველი პირდაპირი რეისის შესასრულებლად ემზადება. ახალი რეისი მოგზაურებს - ახალ თავგადასავლებს სთავაზობს.

თითქმის ოთხსაათიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი ფორლის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით დაეშვა. Georgian Airways-ის ბორტს ქალაქის მერმა უმასპინძლა და ორმხრივი რეისების დანიშვნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისიდან 2 674 კილომეტრში მდებარე პატარა, მაგრამ ისტორიული ქალაქი ფორლი არაერთი ღირსშესანიშნაობითაა გამორჩეული. ცნობილია, როგორც იტალიის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კურორტი. ქალაქში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტის დაწესებულებები, სადაც პაციენტები მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციას გადიან.

თბილისი–ფორლი–თბილისის რეისი კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. Georgian Airways პირდაპირ ფრენებს მილანისა და რომის მიმართულებითაც შეასრულებს. ავიაკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეგულარული რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტული სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Georgian Airways ევროპული მიმართულებით პირდაპირ ფრენებს აგრძელებს. მათ შორის - პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში. ფრენები დღის საათებში შესრულდება.

დღის ამბები