14 მაისი 2025,   09:59
ვრცლად
საქართველო ტურისტებისთვის დღითიდღე უფრო მიმზიდველი ხდება - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველო ტურისტებისთვის დღითიდღე უფრო მიმზიდველი ხდება. ქვეყანა არათუ რეგიონის არამედ მსოფლიო რუკაზეც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდულმა მაჩვენებელმა 959 ათასს მიაღწია და ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

2025 წლის პირველ კვარტალში მილიონ 315 ათასამდე ვიზიტი შედგა. შემოსავლებმა ქვეყანაში 826-ს მილიონს მიაღწია. ეს 42,8 პროცენტით მეტია 2019 წლის მონაცემებზე და ორი მთელი 3 მეათედი პროცენტით მეტი შარშანდელთან შედარებით.

2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორებისა და მოგზაურების მაღალი მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნები ლიდერობს, მათ შორის ნიდერლანდები, ჩეხეთი, საბერძნეთი, იტალია და სხვა. წინა წელთან შედარებით რეკორდული ზრდა -72,9 მეათედი პროცენტით დაფიქსირდა ისრაელიდანაც.

საქართველო აგრძელებს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რომ ვიზიტორებს კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეუქმნას.

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი იმანაც განაპირობა, რომ 2025 წელს ევროპის უმნიშვნელოვანესი ქალაქების მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაემატა.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები