14 მაისი 2025,   08:27
ვრცლად
პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, რადგან ის დაიცვას ქვეყანას გარე გავლენებისგან და განამტკიცებს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს - ლადო ბოჟაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონის გამკაცრებაზე

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონი მკაცრდება. ცვლილებები 18 კანონს შეეხება. კანონდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში უცხოელი საქართველოდან იქნება გაძევებული და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით შეეზღუდება.

ცვლილები სასჯელს არალეგალურ მიგრანტებსაც გაუმკაცრებს. მმართველი გუნდი ცვლილებებს დადებითად აფასებს, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ეს არის რეჟიმის დასაცავი კანონპროექტი, რადგან ნოემბრის აქციების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირად არიან აქციის მონაწილეები. ამიტომ ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი სწორედ ამის გაგრძელებაა. ინიციატივას კანონმდებლები კომიტეტებზე მომდევნო დღეებში განიხილავენ, საბოლოოდ კი, კანონპროექტს კენჭს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უყრიან.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანას გარე ჩარევებისგან დაიცვას.

"საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან ის დაიცვას ჩვენს ქვეყანას გარე გავლენებისგან და განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. იგივე ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს, არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა ოპოზიციის მიტინგზე, იმ რადიკალურ დაჯგუფებებში, რომლებიც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჩვენს პოლიციელებს და ხშირად ვხედავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი გამართული კანონმდებლობა და ეს, როგორც გითხარით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილურობის, ქვეყნის სუვერენულობის განმტკიცებას, ასევე გარე ჩარევებისგან მაქსიმალურად იქნება პრევენციები მიღებული", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 

დღის ამბები