14 მაისი 2025,   08:22
ვრცლად
"ეს არის გაგრძელება იმისთვის, რომ რეჟიმის უსაფრთხოება იყოს დაცული იმ რეზიდენტებისგან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობით არ სარგებლობენ" - თეონა აქუბარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონზე

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონი მკაცრდება. ცვლილებები 18 კანონს შეეხება. კანონდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში უცხოელი საქართველოდან იქნება გაძევებული და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით შეეზღუდება.

ცვლილები სასჯელს არალეგალურ მიგრანტებსაც გაუმკაცრებს. მმართველი გუნდი ცვლილებებს დადებითად აფასებს, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ეს არის რეჟიმის დასაცავი კანონპროექტი, რადგან ნოემბრის აქციების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირად არიან აქციის მონაწილეები. ამიტომ ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი სწორედ ამის გაგრძელებაა. ინიციატივას კანონმდებლები კომიტეტებზე მომდევნო დღეებში განიხილავენ, საბოლოოდ კი, კანონპროექტს კენჭს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უყრიან.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, კანონის მიღებას აპირებენ იმისთვის, რომ "რეჟიმის უსაფრთხოება იყოს დაცული".

"ნოემბრის აქციების პერიოდში უამრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა საქართველოში მყოფი, ბინადრობის ნებართვის ჩათვლით, მონაწილეობდა აქციებში. ვნახეთ, რომ არაერთი გააძევეს ქვეყნიდან იმ პერიოდში და ეს არის გაგრძელება სწორედ იმისთვის, რომ რეჟიმის უსაფრთხოება იყოს დაცული იმ რეზიდენტებისგან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობით არ სარგებლობენ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები