14 მაისი 2025,   08:52
ვრცლად
ინიცირებული კანონპროექტი შეეხება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ისეთ სამართალდარღვევას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო დასჯადი ქმედება - გიორგი ჩაკვეტაძე

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონი მკაცრდება. ცვლილებები 18 კანონს შეეხება. კანონდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში უცხოელი საქართველოდან იქნება გაძევებული და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით შეეზღუდება.

ცვლილები სასჯელს არალეგალურ მიგრანტებსაც გაუმკაცრებს. მმართველი გუნდი ცვლილებებს დადებითად აფასებს, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ეს არის რეჟიმის დასაცავი კანონპროექტი, რადგან ნოემბრის აქციების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირად არიან აქციის მონაწილეები. ამიტომ ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი სწორედ ამის გაგრძელებაა. ინიციატივას კანონმდებლები კომიტეტებზე მომდევნო დღეებში განიხილავენ, საბოლოოდ კი, კანონპროექტს კენჭს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უყრიან.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სიახლე შეეხება ისეთ სამართალდარღვევას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო დასჯადი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არის ინიცირებული კანონპროექტის პაკეტი, რომელიც შეეხება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ისეთ სამართალდარღვევას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყო დასჯადი ქმედება - აქ არის მცირე გამკაცრება. რაც შეეხება მათი მხრიდან კანონის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - ეს შეეხება მანიფესტაციების, ასევე სავიზო რეგულაციის დარღვევას, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ცვლილების მხარდაჭერა", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

დღის ამბები