17 ივნისი 2025,   05:50
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ.

ქართულმა მხარემ მასპინძელს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა მიღწევები გააცნო. განიხილეს მიმდინარე გლობალური და რეგიონული გამოწვევებიც.

სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ მომავალშიც განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას. ასევე მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სხვადასხვა რეფორმების კუთხით.

დღის ამბები