17 ივნისი 2025,   06:12
ვრცლად
"ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას" - ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი დატოვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა, გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება...

ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების " თავმჯდომარის პოსტიდან და ზოგადად პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

დღის ამბები