
გვიხარია, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ამხილა მავნე პრაქტიკა, თავადაც დაიწყო რისკების დაზღვევა, რომ უცხოურ გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ დონალდ ტრამპმის აღმასრულებელ ბრძანებას გამოეხმაურა.
"ბრძენი ხალხი იყვნენ რომაელები და მათი გამონათქვამები არაერთხელ გამიმეორებია - ის, რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს. რა ვქნათ, ასე არის აწყობილი გეოპოლიტიკა, დიდ პატარაობა აქაც არის. ის, რაც თავისთვის უნდა ზოგიერთს, სხვისთვის არ ემეტება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იგივე დასახელებით არის, უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ჰქვია - ამ შემთხვევაში სპეციფიკურად უმაღლეს დაწესებულებებში.
ტერმინოლოგიურადაც კი იგივეა, რაც ჩვენთან მოქმედებს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი. 2023 წელს ამ ქართულ კანონს პირველად რუსული კანონი დაარქვა ბაიდენის ადმინისტრაციის ელჩმა, კელი დეგნანმა. შექმნა ყალბი პროპაგანდისტული ხაზი. გახსოვთ, მაშინ პირველად საქართველოს ისტორიაში "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს ადამიანს და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელს. გვიხარია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ამხილა და აღიარა მავნე პრაქტიკა, რომლის გამოყენებითაც ამერიკული ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში, სხვისი ძირის გამოთხრისთვის, არამედ თავადაც იმ რისკების დაზღვევა დაიწყო, რაზეც ჩვენ ამდენი წელია, ვსაუბრობთ, რომ უცხოურ გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა. ერთი-ერთში იმეორებენ ჩვენს მიდგომებს. ვფიქრობ, ამით ყველაფერს წერტილი დაესვა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. დაწესებულებები ვალდებული იქნებიან დაასახელონ უცხოური დაფინანსების წყაროები. გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ჯიმ რიში - "ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?" - განაცხადა სენატორმა.