22 ივნისი 2025,   07:09
ვრცლად
"ირაკლი ღარიბაშვილის როლი არის განმსაზღვრელი, მათ შორის იმაში, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან ზეწოლის მიუხედავად შევინარჩუნეთ მშვიდობა" - შალვა პაპუაშვილი

"ვფიქრობ, ეს ის მომენტია, როდესაც მადლობა უნდა გადავუხადოთ მას იმ საქმისთვის, რომელიც ქვეყნის წინაშე გაწია," - ამ განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

"ყველას შევახსენებ, რა წნეხი გამოიარა საქართველომ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში. შეგახსენებთ, მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. ეს მეც მაქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი პირდაპირ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, ჩემს კაბინეტშიც იყო, რათა ეიძულებინა საქართველო, წასულიყო რუსეთთან ესკალაციაზე. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის როლი არის განმსაზღვრელი მათ შორის იმაში, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან ზეწოლის მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა. 

გარდა ამისა, მისი მონაწილეობა იყო განმსაზღვრელი, რათა კოვიდის პერიოდიდან საქართველო წარმატებულად გამოსულიყო. შეგახსენებთ, 2021 წელს გიორგი გახარია მაშინდელი ამერიკის ელჩის კარნახით გადადგა თანამდებობიდან, რათა ჩამოეშალა ხელისუფლება. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო თავის თავზე მთავრობის ხელმძღვანელობა და ზუსტად იმ მომენტიდან ეკონომიკური ზრდა დაიწყო საქართველოში. ეკონომიკური ზრდის შედეგები მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელის დამსახურებაც არის. ასე რომ, მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რომელიც ქვეყნის წინაშე გაწია, წარმატება ვუსურვო მის ოჯახთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს განვითარებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები