22 ივნისი 2025,   06:01
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის პოლიციის უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის პოლიციის უფროსს შეხვდა.

მხარეებმა თანამშრომლობასა და სამომავლოდ, ერთობლივ აქტივობებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თურქეთის სამართალდამცავ უწყებებთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს და უწყება მზად არის თანამშრომლობა გაღრმავდეს.

თურქეთის პოლიციის უფროსმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.

დღის ამბები