20 მაისი 2025,   10:12
ვრცლად
"ნატოს 2024 წლის ანგარიშში აღარ არის უკრაინისა და საქართველოს შესახებ წინა წლის მსგავსი ჩანაწერი" - "რადიო თავისუფლება" რიკარდ იოზვიაკის სტატიას აქვეყნებს

ნატოს 2024 წლის ანგარიშში აღარ არის უკრაინისა და საქართველოს შესახებ წინა წლის მსგავსი ჩანაწერი, - ამ სათაურით "რადიო თავისუფლება" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის სტატიას აქვეყნებს.

ბრიუსელში გამოქვეყნდა ალიანსის გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ნატოს 2024 წლის საქმიანობას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს ეხება. რიკარდ იოზვიაკი აქცენტს აკეთებს უკრაინა-საქართველოს კონტექსტზე და განსხვავებებზე.

2023 წლის ანგარიშში ეწერა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ალიანსი უკრაინას მხარს უჭერს წევრობის გზაზე. საქართველოს შესახებ კი ეწერა, რომ მოკავშირეები კვლავ მხარს უჭერენ ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას.

"ილნიუსის სამიტის კომუნიკეში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას მომავალი წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ვილნიუსის სამიტის კომუნიკემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეები რჩებიან ერთგულნი საქართველოს საბოლოო გაწევრიანების მხარდაჭერისადმი ნატოში." - წერია 2023 წლის ანგარიშში. 

2024 წლის ანგარიშში ისევ არის საუბარი უკრაინის მხარდაჭერის და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე, თუმცა არა აღნიშნული ფორმულირებებით.  

"ევროატლანტიკურ სივრცეში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლებენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან, ორმხრივად და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს და მშვიდობისთვის პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით. ამ პარტნიორებს შორის, ნატომ განსაკუთრებული სტრუქტურები შეიმუშავა უკრაინასთან და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის“ - ნათქვამია 2024 წლის ანგარიშში.

დღის ამბები