
შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. "სამშობიარო ტურიზმის" პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. უწყების განმარტებით, მათთვის მიუღებელია უცხოელმა მშობლებმა შტატებში ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი ამერიკაში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ. ამავე განმარტების მიხედვით, ამან შეიძლება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს.
"ამას "სამშობიარო ტურიზმი" ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები ყველა მსგავს ვიზაზე განაცხადს უარყოფენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.