
ამერიკის 47 პრეზიდენტის მორიგი ბრძანება შტატების უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს გამჭვირვალობის დამატებით სტანდარტებს უწესებს. აღმასრულებელი ბრძანება ამერიკულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავალდებულებს, უცხოური დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროები გაასაჯაროონ, გაამჟღავნონ კონკრეტული დეტალები, უცხოური დაფინანსების რეალური წყარო და მიზნები. დონალდ ტრამპი განმარტავს, რომ მისი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, დასრულდეს უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება.
ტრამპის ახალ ბრძანებას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე უკვე მიესალმა. ის, რაც ჯიმ რიშისთვის საკუთარ ქვეყანაში მისაღებია სხვა სახელმწიფოს შემთხვევაში არ ეთანხმება. ამერიკელი სენატორი საქართველოში "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღებას მკაცრად აკრიტიკებდა. კანონის დამტკიცების დღეს კი დაწერა, რომ ქართველების 80%-ს, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს ხელისუფლებამ, სახეში სილა გააწნა. საქართველოში მიღებული კანონიდან თითქმის 1 წლის შემდეგ პოზიცია რიშის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და ის ახლა საკუთარ ქვეყანაში ახალი რეგულაციის ამოქმედებას ემხრობა.
მმართველი პარტია ჯიმ რიშის შეცვლილ მიდგომას ამერიკელი სენატორის ორმაგ სტანდარტს უკავშირებს. დეპუტატების განცხადებით, მინიმუმ არამეგობრული დამოკიდებულებაა, როცა უცხოურ დაფინანსების გამჭვირვალობას ამერიკისთვის იწონებ, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ეწინააღმდეგები.
ჯიმ რიშის განსხვავებული დამოკიდებულების ახსნას ოპოზიცია სხვ და სხვა არგუმენტით შეეცადა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკული და ქართული კანონების შედარება არასწორია, რადგან ინსტიტუციური მოწყობა ამ სახელმწიფოებში სხვ და სხვაა.
ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ ოპონენტების პოლიტიკური ინტერესია მმართველი გუნდისთვის. პარლამენტის თავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების და ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები თანხვედრაშია.
ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ბრძანება უკვე ხელმოწერილია. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი შტატების განათლების მდივანია.