20 მაისი 2025,   10:14
ვრცლად
ქვეყნის ისტორია, კულტურა, სამზარეულო, ღვინო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის პოტენციალს ამჯერად ყაზახეთს აცნობს

ქვეყნის ისტორია, კულტურა, სამზარეულო, ღვინო- ყველაფერი რაც საქართველოსთანაა კავშირში ერთ სივრცეში იყრის თავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის პოტენციალს ამჯერად ყაზახეთს აცნობს. მართავს შეხვედრებს ბლოგერებთან, ავიაკომპანიებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლებთან.

ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში საქართველოდან 10-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია მონაწილეობს, ამბობენ რომ ასეთი ღონისძიებები კომპანიებს ბაზრის გაფართოებაში ეხმარება.

ყაზახური კომპანიების ყურადღებას ზამთრისა და ზაფხულის კურორტებიც იქცევს. ტურისტები ამბობენ რომ საქართველო მოგზაურს თავს გამორჩეული არქიტექტურით და ისტორიით ამახსოვრებს.

400-ზე მეტი ტურისტული კომპანია 63 ქვეყნიდან და ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის ცენტრალური აზიიდან. ყაზახეთში შეხვედრები 3 დღის მანძილზე გაგრძელდება.

დღის ამბები