20 მაისი 2025,   10:10
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აპრილს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, ციხისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 28 აპრილს 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ფიტავი, ვარდი და მიმდებარე სოფლებში.

„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები