
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს.
კარგი დღე იყო რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის. ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ორივე მხარე ახლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს, რათა დაასრულონ ეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
პარალელურად კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთზე რეალური ზეწოლაა საჭირო.