
მსოფლიო რომის 266-ე პაპს ემშვიდობება. პონთიპიკოსის დაკრძალვის ცერემონია დაიწყო. მსოფლიო ლიდერება თავიანთი ადგილები დაიკავეს.
პაპ ფრანცისკეს ცხედარს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ, შემდეგ კი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასული ათასობით ადამიანი ესწრება - მონარქები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ვატიკანშია 170 ქვეყნის სხვადასხვა დელეგაცია. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი.
ვატიკანის და რომის ქუჩებში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული. მობილიზებული არიან უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია და შეიარაღებული ძალები.