20 მაისი 2025,   10:51
ვრცლად
რომის პაპი დაკრძალეს - მსოფლიო პაპ ფრანცისკეს დაემშვიდობა

რომის პაპი ფრანცისკე დაკრძალეს.

მსოფლიო რომის 266-ე პაპს დაემშვიდობა. რომში, პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ. 

პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენეს და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს, შემდეგ კი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასული ათასობით ადამიანი ესწრებოდა - მონარქები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ვატიკანშია 170 ქვეყნის სხვადასხვა დელეგაცია. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი.

დღის ამბები