20 მაისი 2025,   10:19
ვრცლად
"თავიდან ბოლომდე თუ არ იქნა გააზრებული უსაფრთხოებითი გარემო, სხვა მხრივ, ნებისმიერი რეგულაცია ან არსებულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის" - ლანა გალდავა

დეზინფორმაციის ორკესტრირებული კამპანია - ასე უწოდებს "ქართული ოცნება" ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს მიერ გავრცელებულ "ტვიტს" - ამერიკელი კონგრესმენი გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველომ თალიბებს ქვეყნის საზღვარი გაუხსნა - მმართველ გუნდში, ამბობენ რომ ეს დეზინფორმაციაა.

აღნიშნულ თემაზე ოპოზიციაშიც კეთდება შეფასებები. "ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას შეფასებით, თავიდან ბოლომდე თუ არ იქნა გააზრებული უსაფრთხოებითი გარემო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი რეგულაცია ან არსებულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის.

"როდესაც მიიღება ახალი რეგულაციები ან ცვლილებები შედის არსებულ კანონმდებლობაში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, განსაკუთრებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საქართველოში არის ძალიან მყიფე უსაფრთხოებითი გარემო, ისეთი ფაქტები და ისეთი გამოწვევები, როგორიც არის ისლამური სახელმწიფოდან გამომდინარე საფრთხეები, შრომითი ბაზრის უსაფრთხოება.

თავიდან ბოლომდე თუ არ იქნა გააზრებული უსაფრთხოებითი გარემო ყველა თავისი შემადგენელი კომპონენტით, სხვა მხრივ, ნებისმიერი რეგულაცია ან არსებულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის," - განაცხადა ლანა გალდავამ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეკულაციას უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ. მათივე განმარტებით ცვლილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

დღის ამბები