
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით, ხშირად ცდილობენ ინფორმაციის ინტერპრეტირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება დეზინფორმაციას, ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. დადგენილება ამკაცრებს არსებულ მთავრობის დადგენილებას, რომლის მეშვეობითაც გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოდიოდნენ უვიზოდ, თუკი მათ ჰქონდათ ვალიდურ ბინადრობის უფლებები სპარსეთი ყურის ქვეყნებიდან. პირიქით, იზღუდება და მკაცრდება სავიზო რეგულაციები.
აღნიშნული ქვეყნები ცხადია არ წარმოადგენენ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს ტურიზმის კუთხით, შესაბამისად, აღნიშნული დადგენილება ემსახურება საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მოხდეს არალეგალური მიგრაცია," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.