13 ივნისი 2025,   07:43
ვრცლად
პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იწყება

პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის მოსმენა იწყება. პირველი საკითხი, რომელსაც საგამოძიებო კომისია განიხილავს არის შპს "ჟინერის" ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის უკანონოდ გადაფორმების საქმე, რომელზეც თეიმურაზ ჭიჭინაძეს მოუსმენენ.

მეორე განსახილველი საკითხი კი შალვა ობგაიძისა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხია. ობგაიძე საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებს.

შემდეგი პირი, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე მოუსმენენ მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე იქნებიან, რომლებიც 2007 წლის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების საქმეზე ისაუბრებენ, სადაც ფედერაციის თავმჯდომარედ გიორგი ნემსაძე აირჩიეს. ნემსაძის არჩევნებიდან ერთი საათის შემდეგ თანამდებობის დატოვება არაადამიანური მოპყრობისა და ზეწოლის გამო მოუწია.

"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ვარაუდობს, რომ საგამოძიებო კომისიის დასრულების შემდეგ, საკმარის მასალა იქნება იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სამართლებრივად დასრულდეს.

"გვექნება ერთ-ერთი შპს-ს საქმე, სადაც, რა თქმა უნდა, საკუთრების უფლების დარღვევასთან, წამებასთან გვქონდა საქმე. მოვლენ ადამიანები, რომლებიც ამის შესახებ პირველი წყაროდან ისაუბრებენ, თუ რა გადახდა თავს "ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს.

2012 წლის შემდგომაც ვაგრძელებთ ამ პერიოდს. დარწმუნებული ვარ, იქნება საკმარისზე მეტი მასალა იმისთვის, რომ ორგანიზაცია, რასაც ჰქვია ძალადობრივი ორგანიზაცია - "ნაცმოძრაობა" სამართლებრივად დასრულდეს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები