17 ივნისი 2025,   18:45
ვრცლად
იემენში აშშ-ის საავიაციო იერიშებს 68 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 47

იემენში ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო იერიშებს, 68 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 47 - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დარტყმა ჩრდილოეთ საადაში მიგრანტების ბანაკის ტერიტორიაზე განხორციელდა.

აშშ-ის სამხედროებმა კვირას განაცხადეს, რომ მარტის შუა რიცხვებიდან იემენში ჰუსიტების 800-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, რის შედეგადაც რადიკალური დაჯგუფების ასობით წევრი, მათ შორის, ლიდერები მოკლეს. ოპერაცია მიზნად ისახავს წითელ ზღვაში ტერორისტებისგან გემებზე თავდასხმების შეჩერებას.

დღის ამბები