17 ივნისი 2025,   05:51
ვრცლად
ხელოვნურმა ინტელექტმა 40 წლის ქალი გადაარჩინა - ChatGPT-ის დახმარებით მან სიმსივნის შესახებ შეიტყო

ორი შვილის დედა ChatGPT-ს მადლობას უხდის მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის და ამტკიცებს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მიუთითა კიბოს გამომწვევ სიმპტომებზე, რომელიც ექიმებს გაეპარათ. ინფორმაციას foxnews-ი ავრცელებს.

ლორენ ბენონმა პირველად 2024 წლის თებერვალში შენიშნა, რომ მას თითების მოხრა დილით და საღამოს უჭირდა. ოთხი თვის შემდეგ, ექიმებმა 40 წლის ქალს უთხრეს, რომ მას ჰქონდა რევმატოიდული ართრიტი, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების შედეგები უარყოფითი იყო.

ბენონს დროთა განმავლობაში მტანჯველი მუცლის ტკივილი დაეწყო და მხოლოდ ერთ თვეში თითქმის 7 კილო დაიკლო, რასაც ექიმები მჟავას რეფლუქსს უკავშირებდნენ.

სასოწარკვეთილმა ქალმა მისი სიმპტომების მიზეზის დასადგენად, ChatGPT-ს მიმართა. მედიის ცნობით, ხელოვნურმა ინტელექტმა ქალს აუხსნა, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს "ჰაშიმოტოს დაავადება", აუტოიმუნური აშლილობა, რომლის დროსაც სხეულის იმუნური სისტემა შეცდომით უტევს ფარისებრ ჯირკვალს, რაც იწვევს მის ანთებას და საბოლოოდ ადამიანის აქტიურობის კლებას.

ექიმის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბენონმა დაჟინებით მოითხოვდა დაავადების ტესტირება 2024 წლის სექტემბერში და შოკირებული იყო, როცა აღმოაჩინა, რომ ChatGPT-ი მართალი იყო. ამან ექიმები აიძულა გაეკეთებინათ მისი ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი სკანირება, რის შედეგადაც ქალის კისერზე ორი პატარა სიმსივნე აღმოაჩინეს, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერში კიბოდ აღიარეს.

ბენონი ამტკიცებს, რომ ის ვერასოდეს აღმოაჩენდა ფარულ კიბოს ChatGPT-ის დახმარების გარეშე, რომელმაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

დღის ამბები