
ამერიკელი მკვლევარი და ანალიტიკოსი, ალან უოთსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "The New York Times-მა აღიარა, რომ კონფლიქტი უკრაინაში არის შეერთებული შტატების ომი რუსეთის წინააღმდეგ."
"ნიუ იორ თაიმსმა აღიარა, რომ კონფლიქტი უკრაინაში არის შეერთებული შტატების ომი რუსეთის წინააღმდეგ. თითოეული მთავარი სამხედრო გადაწყვეტილება, მათ შორის, რაც ეხება სამიზნეების შერჩევას, იყო მიღებული აშშ-ის მიერ - და არა უკრაინელი გენერლების მიერ. NY Times-ის ინფორმაციით, ომზე ვაშინგტონის კონტროლი კოორდინირებული იყო მისიის სამეთაურო ცენტრის მეშვეობით, რომელიც გერმანიის ქალაქ ვისბადენში მდებარეობს.
აშშ-ის დაზვერვის, სადაზვერვო მეთვალყურეობისა და დაზვერვითი ამოცანების (ISR) შესაძლებლობები განსაზღვრავდა საბრძოლო სტრატეგიას და აწვდიდა ზუსტ სამიზნე ინფორმაციას უკრაინელ ოფიცრებს ბრძოლის ველზე. საბოლოო გადაწყვეტილებებს, თუ რომელი მიზნები უნდა განეიტრალებულიყო და როგორ, იღებდნენ დასავლელი ოფიცრები და არა უკრაინელები.
Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის გენერლები - კრისტოფერ კავოლი და ანტონიო აგუტი იყვნენ პირველები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს უზრუნველეყოთ უკრაინა ზებგერითი არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემებით (ATACMs).
ვისბადენში კრისტოფერ კავოლი და ანტონიო აგუტო მონაწილეობდნენ რუსეთის მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციების კოორდინაციასა და დაგეგმვაში. როგორც ნატოს ერთ-ერთმა ევროპელმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, ისინი "მკვლელობის ჯაჭვის" ნაწილი გახდნენ.
მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, აშშ ჩაერთო უკრაინის პოლიტიკაში, სცადა რეჟიმის შეცვლა კიევში 2004 წელს (ნარინჯისფერი რევოლუცია). საბოლოოდ, მიაღწია წარმატებას 2014 წელს ( მაიდნის მოვლენები.) მაიდნის მოვლენების შემდეგ, უკრაინა გარდაიქმნა შტატების სამხედრო პროქსად, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის დესტაბილიზაციასა და დასუსტებას.
2021 წელს, თანამდებობაზე მოსვლის დროს, ბაიდენის გუნდს განზრახული არ ჰქონდა განეხილა პუტინის მიერ 2021 დეკემბერში შემოთავაზებული ურთიერთუსაფრთხოების შეთანხმებები და არც კონფლიქტის ძირეულ მიზეზზე: ნატოს დაუფიქრებელ გაფართოებაზე უკრაინაში - რუსეთის რბილ საყრდენზე.
დღეს, ევროპის, ვაშინგტონის (DC Beltway) და უკრაინის გავლენიანი ძალები არ არიან დაინტერესებული მშვიდობით. ტრამპი ამბობს, რომ მას სურს "მკვლელობის შეჩერება, მაგრამ დონკიხოტის პრინციპით, შტატები ჯერ კიდევ არის პირდაპირ ჩართული ომში, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გუნდმა "მედიატორის" როლი მოირგო.
ზელენსკის შეურიგებლობის, ევროპის საომარი განწყობისა და ვაშინგტონის პოლიტიკოსების ფონზე - რომლებიც ცდილობენ, რომ რუსეთს "სტრატეგიული მარცხი" მოუტანონ - პუტინი არ დათანხმდება პრინციპით "მიიღე ან უარი თქვი" შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტას და არც კონფლიქტის გაყინვას დათანხმდება იმ პირობებში, როდესაც დასავლეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის შეიარაღებას.
"მოემზადეთ აგვისტოს იარაღებისთვის," - წერს ალან უოთსონი.