17 ივნისი 2025,   05:25
ვრცლად
თბილისის პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

თბილისის პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა. საქმე ეხება უარს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე. კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.

ქმედება ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

"იმდენად აბსურდულია და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ, განსაკუთრებით შარშანდელი არჩევნების შემდეგ, რომ ამაზე ალბათ კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით კომენტარს იმ დროს გავაკეთებ, როდესაც იქნება ამის დრო და საჭიროება", - აცხადებს ნიკა მელია.

 

დღის ამბები