13 ივნისი 2025,   07:00
ვრცლად
"პარლამენტში არშემოსვლით თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართულ სახელმწიფოს რაიმე ფორმით საფრთხეს შეუქმნის, ეს არის სრული აბსურდი და ნონსენსი" - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელი წერილი, რომელიც შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებს კონსტიტუციის სრული დაცვით, იქ არსებული რეგულაციების და ასევე პარლამენტის რეგლამენტით არსებული რეგულაციების სრული დაცვით. 

"საბოლოო ჯამში ეს ყველა მათი მცდელობა ჩავარდა. ახლა, პარლამენტში არ შემოსვლით თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართულ სახელმწიფოს რაიმე ფორმით საფრთხეს შეუქმნის, ბუნებრივია, რომ ეს არის სრული აბსურდი და სრული ნონსენსი. საქართველოს პარლამენტს ჰყავს არჩეული დეპუტატები, საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებს კონსტიტუციის სრული დაცვით, იქ არსებული რეგულაციების და ასევე პარლამენტის რეგლამენტით არსებული რეგულაციების სრული დაცვით. ამიტომ, თუ რამე ეწყინათ აგენტებს და თუ არ გამოუვიდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დავალების მიმცემებს საქართველოში ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა, ჩვენ ამაზე ბოდიშს ნამდვილად ვერ მოვიხდით", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, სპიკერი აჯამებს განვლილ ექვს თვეს 26 ოქტომბრის არჩევნებიდან. საურობს ხალხის არჩევანზე, გამარჯვებაზე, პროპაგანდის მარცხზე ქვეყანაში, უცხოურ გავლენებზე, არსებულ პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მმართველი გუნდის მიზნებზე. 

დღის ამბები