
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ევროპა საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მეტად ხისტი უნდა იყოს.
მისივე თქმით, ევროპა საქართველოს წლების განმავლობაში ეხმარება და ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანება, ვიდრე ევროპას შეიძლება საქართველო სჭირდებოდეს.
"ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ევროპა, უფრო მეტად გვჭირდება განვითარებული ევროპის ეკონომიკაც, ჯანდაცვაც, უსაფრთხოებისთვის და ა.შ. იმისათვის, რომ ჩვენ თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ვიყოთ და დაცული ვიყოთ რუსეთისგან, ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ევროპას შეიძლება ჩვენ ვჭირდებოდეთ. იმისათვის, რომ იმ ევროპის ნაწილი გახდე, რომელიც შენ ამდენი ხანია გეხმარება... დღეს რომ ჩვენ ამ ქვეყანაში საერთოდ ჯანდაცვა გვაქვს, ინფრასტრუქტურული პროექტები რომ ჩამოვთვალო, იმდენი იქნება... ეს ყველაფერი კი ევროპული ფულით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობით კეთდება. დღეს ევროპელები უნდა იყვნენ ბევრად უფრო ხისტი, ვიდრე არიან, რადგან "ქართული ოცნება" უფრო მეტს იმსახურებს - ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ კახა კალაძის ცოლი მილანში საყიდლებზე ვერ დადიოდეს, როდესაც მისი ქმარი ძირს უთხრის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. კიდევ არ არიან ისეთი ხისტები, როგორიც უნდა იყვნენ ამ ყველაფერში," - აცხადებს ანა წითლიძე.