17 ივნისი 2025,   19:14
ვრცლად
სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა - ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტი სომეხ კოლეგას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მიხეილ ყაველაშვილი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ასევე შეხვდება ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს.

ამ წუთებში, სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტის პირველი, ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს. იქამდე, სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა - გაჟღერდა საქართველოსა და სომხეთის ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა კაბინეტში, შეხვედრის ოთახში გადაინაცვლეს.

იგეგმება ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.

დღის ამბები