
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანას და მსოფლიოს მართავს. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში გააკეთა.
ტრამპმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება მისი პრეზიდენტობის ორი ვადა ერთმანეთისგან.
"პირველი ვადისას ორი რამის გაკეთება მიწევდა - ქვეყნის მართვა და გადარჩენა. მეორე ჯერზე კი მე ქვეყანასა და მსოფლიოს ვმართავ", - თქვა ტრამპმა.
ინტერვიუში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს მესამე ვადით კენჭისყრას.